aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: Apple-მა კომპანია Samsung თავისი პროდუქციის დაკოპირებაში დაადანაშაულა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კომპანია Apple-მა სასამართლოში უჩივლა Samsung Electronics-ს, დაადანაშაულა რა სამხრეთკორეული კომპანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დარღვევაში, იტყობინება Bloomberg. Apple-ის სახელით სარჩელი კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურ საოლქო სასამართლოში გადაეცა.



როგორც Reutersიტყობინება, სასარჩელო განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ Samsung-ის მიერ წარმოებადი Galaxy-ის ხაზის მობილური ტელეფონები და პლანშეტური კომპიუტერები, ფაქტობრივად, Apple-ის შესაბამისი პროდუქციის - iPhone-ისა და iPad-ის ასლებია.


„ეს შემთხვევითი დამთხვევა არაა, რომ Samsung-ის ახალი მოწყობილობები ძალიან ჰგავს iPhone-სა და iPad-ს - კორპუსის ფორმიდან დაწყებული, სამომხმარებლო ინტერფეისითა და შეფუთვითაც კი დამთავრებული“, - განაცხადა Apple-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტივ დაულინგმა, და დაამატა, რომ საუბარია „უხეშ დაკოპირებაზე“. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება, როდესაც სხვა კომპანიები Apple-ის იდეებს პარავენ“ - თქვა დაულინგმა.


ამასთან, როგორც სასამართლოში მიმართულ დოკუმენტებშია ნათქვამი, მოსარჩლე კომპანია აღიარებს, სულ ცოტა, ერთი არსებითი განსხვავება არსებობას - Galaxy-ის სმარტფონები და პლანშეტები Google Android-ის პლატფორმაზე მუშაობენ, რომელიც Apple-ის ოპერაციული სისტემის პირდაპირი კონკურენტია.


როგორც Bloombergიტყობინება, Samsung Electronics-ის წარმომადგენელმა კიმ ტიტუსმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კომპანია „ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად ყველა აუცილებელ იურიდიულ ზომას მიიღებს“, რითაც ნათელი გახადა, რომ ისინი Apple-ის სარჩელს უახლოეს დროში უპასუხებენ.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2084.html
განათავსა - Drakula | 19 აპრ. 2011, 09:19 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: Apple-მა კომპანია Samsung თავისი პროდუქციის დაკოპირებაში დაადანაშაულა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 16 მაისი 2024
  • English Georgian