aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 ეს საინტერესოა: იტალიაში ანომალიური სიცხე დაფიქსირდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აპრილის დასაწყისში აპენინებზე ანომალიური სიცხე დაფიქსირდა, რომელმაც 40 წლის წინ დამყარებული ტემპერატურის რეკორდი მოხსნა: გასულ შაბათს იტალიის ჩრდილოეთში თერმომეტრმა აჩვენა 31 გრადუსი ცელსიუმით, იტყობინება იტალიური მედია.



როგორც სააგენტო Adnkronos-ს მეტეოროლოგმა პაოლო ერნანიმ შეატყობინა, წლის ამ პერიოდისათვის მაღალი ტემპერატურა, რომელიც პარასკევსა და შაბათს იტალიის ჩრდილოეთ რაიონებში დარეგისტრირდა, აზორის კუნძულების მხრიდან მოსული ანტიციკლონით არის გამოწვეული. მეტეოროლოგთა მონაცემებით, ცხელი ამინდი შეიძლება გაგრძელდეს სამშაბათამდე, შემდეგ კი თერმომეტრის მაჩვენებელი კვლავ ჩვეულ ნიშნულამდე ჩამოვა.


ცხელმა ამინდმა მრავალი იტალიელი აიძულა, დაეტოვებინა სახლები და ბუნებაში დასასვენებლად წასულიყო. ასე, ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ამ დღეებში შეიმჩნევა აპრილისათვის იშვიათი მოვლენა, როდესაც იტალიის ჩრილოეთიდან სამხრეთამდე არსებული ყველა პლაჟი ხალხით არის გავსებული.


რომში ჭეშმარიტად თბილი ამინდი უკვე ერთი კვირაა გრძელდება. დღის განმავლობაში თერმომეტრი +20-25 გრადუსს აჩვენებს, საღამოს კი ტემპერატურა 14-15 გრადუსზე ნაკლებ მაჩვენებლამდე არ ჩადის. პროგნოზების თანახმად, ასეთი ამინდი რომში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება, ოთხშაბათიდან კი 17-19 გრადუსამდე აცივდება.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1965.html
განათავსა - Drakula | 11 აპრ. 2011, 08:45 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: იტალიაში ანომალიური სიცხე დაფიქსირდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 აპრილი 2024
  • English Georgian