aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 პოლიტიკა: აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას პირველად ჩაუდგება სათავეში ქალი მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ბარაკ ობამამ აშშ-ის დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დები ვასერმან-შულცის კანდიდატურა წამოაყენა. ამის შესახებ Associated Pressიტყობინება.



მოსალოდნელია, რომ ეროვნული კომიტეტის წევრები ობამას არჩევანს მოიწონებენ და პირველად აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ისტორიაში მას ქალი ჩაუდგება სათავეში.


დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვასერმან-შულცი ვირჯინიის ყოფილ გუბერნატორს ტიმ კეინს შეცვლის, რომელიც პარტიას 2009 წლიდან ედგა სათავეში. კეინმა ადრე განაცხადა, რომ ვირჯინიის სენატორის ადგილისთვის აპირებს ბრძოლას.


44 წლის დები ვასერმან-შულცს საკვანძო როლის შესრულება მოუწევს ბარაკ ობამას ახალი საპრეზიდენტო კამპანიაში. ობამამ 4 აპრილს მეორე ვადაზე კენჭისყრის განზრახვის შესახებ განაცხადა. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2012 წლის ნოემბერში ჩატარდება.


2005 წლიდან ვასერმან-შულცი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრია ფლორიდის შტატიდან. 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის საწყის ეტაპზე ვასერმან-შულცი ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს, თუმცა შემდეგ ბარაკ ობამას აქტიური მომხრე გახდა. ობამას მხარდაჭერას კონგრესმენი მას შემდეგაც აგრძელდება, რაც მან პრეზდიენტო თანამდებობა დაიკავა.


დები ვასერმან-შულცი სამი ბავშვის დედაა. იგი კონგრესის წევრის გაბრიელ გიფორდსის ახლო მეგობარია, რომლის სიცოცხლეზეც ხელყოფას ჰქონდა ადგილი 2011 წლის იანვრის დასაწყისში.
წყარო - lenta.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1918.html
განათავსა - Drakula | 06 აპრ. 2011, 15:21 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას პირველად ჩაუდგება სათავეში ქალი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 აპრილი 2024
  • English Georgian