პოლიტიკა: ბარაკ ობამა აპირებს მეორედ გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() „ჩვენ ოფისებს ვხსნით და მათთან, ვინც მხარს გვიჭერს, ვიწყებთ განხილვას იმისა, თუ როგორი გზა მიგვიყვანს გამარჯვებამდე. 2012 წელი ახლა იწყება“, - ნათქვამია ვიდეორგოლში. ამის შესახებ მისი მომხრეებიც არიან ინფორმირებულნი. აშშ-ის არჩევნების ფედერალურ კომისიაში საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობის განაცხადის ჩაბარების შემდეგ ობამა თავისი წინასაარჩენო კამპანიისათვის სახსრების შეგროვებას დაიწყებს. როგორც ექსპერტებს მიაჩნიათ, თავისი კანდიდატურის წამოყენებისა და არჩევნებში მონაწილეობისათვის ობამა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის უპრეცედენტო თანხის შეგროვებას შეძლებს, გადმოსცემს euronews. რესპუბლიკელებსაც არ სძინავთ. ზოგიერთი მათგანი არ გამორიცხავს, რომ ვიცე-პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სარა ლუიზა პეილინი ამჟამად მათ წინაასარჩევნო კამპანიას შემოუერთდება. მაგრამ რა სახით და, საერთოდ ასეა ეს თუ არა, ოფიციალურად შეტყობინებული არაა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1894.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 აპრ. 2011, 10:08 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.