aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: Microsoft-მა დაადანაშაულა Google ბაზრის მონოპოლიზაციაში მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
საძიებო სისტემა Bing-ის კომპანია Microsoft-მა Google საძიებო ბაზრის მონოპოლიზაციაში დაადანაშაულა და ევროკომისიაში ოფიციალური საჩივარი გადასცა. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ბლოგშია ნათქვამი.



Microsoft-ის აზრით, Google განზრახ იყენებს ბაზარზე ლიდერის მდგომარეობას, სხვა საძიებო სისტემებისათვის ზიანის მიყენებით. კერძოდ, აღინიშნება, რომ Google არაკორექტულად ინდექსირებს თავისი კონკურენტების საიტებს და განზრახ ამახინჯებს საძიებო სისტემების შედეგებს.


ამას გარდა, Google-ს ადანაშაულებენ იმაში, რომ კომპანია კონკურირებად საძიებო სისტემებისათვის არ უნზრუნველყოფს საკუთარი სერვისების (როგორიცაა YouTube) მონაცემებთან წვდომას, რაც მათი კონტენტის სწორად ინდექსირებას უშლის ხელს. შედეგად, Microsoft-ის აზრით, კონკურირებად საძიებო სისტემებს არ შეუძლიათ Google-ის კონტენტ-სერვისებზე ლინკების სრულად ასახვა, რაც მომხმარებელთა გადინებას იწვევს.


Microsoft-ის საჩივარი გახდება Google-ის მიმართ მიმდინარე გამოძიების ნაწილი, რომელიც 2010 წელს დაიწყო. მაშინ ლიდერი საძიებო სისტემის მისამართით ბრალდებები სამმა ევროპულმა კომპანიამ წამოაყენა, რომელთაგან ერთ-ერთი Microsoft-ს ეკუთვნის.


Google-ის მიმართ ევროკომისიის წინასწარი ანტიმონოპოლიური გამოძიება 2010 წლის თებერვალში დაიწყო. ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ დაიწყო სრულფასოვანი გამოძიება, ვინაიდან Google-ის ქმედებებში არაპატიოსანი კონკურენციის ნიშნები იქნა შემჩნეული.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1849.html
განათავსა - Drakula | 01 აპრ. 2011, 09:23 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: Microsoft-მა დაადანაშაულა Google ბაზრის მონოპოლიზაციაში" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian