| საქართველოს პარლამენტის წინ ლტოლვილთა აქცია ჩატარდა | | საქართველოს ამბები | |
ლტოლვილები ფულადი კომპენსაციის გადახდას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, მათ პარლამენტის წინ აქცია მოაწყვეს. "სახალხო საბჭოს" წარმომადგენლის ლაშა ჩხარტოშვილის განცხადებით, ეს აქცია იმ გამოსვლების ციკლის ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც სიმბოლურად "სააკაშვილის ხელისუფელება-ხალხის წინააღამდეგ" ეწოდება.მან ლტოლვილთა საქმეთა დაკავშირებით არსებულ მინისტრს კობა სუბელიანს "სააკაშვილის პირადი მთხრობელი" უწოდა და აღნიშნა, რომ მინისტრი ლტოლვილთა თანხას ითვისებს. "ჩვენ ლტოლვილთა ქონების დამტკიცებას და მათთვის კომპენსაციის გადახდას ვითხოვთ"-აღნიშნა ჩხარტოშვილმა. მისი თქმით, სუბელიანი და სააკაშვილი, არანაკლებ დამნაშავები არიან, ვიდრე სომალელი მეკოობრები. მათ ქართველი ლტოლვილები ჰყავთ ტყვეობაში და მათი კომპენსაციის ხარჯზე თავიანთ ოჯახებს ამდიდრებენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1741.html
| |||
| განათავსა - consul | 24 მარ. 2011, 18:03 | ახალი ამბები » | |||

| სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.