5 წლიანი უმოქმედობის შემდეგ, თბილისის ცირკი ფუნქციონირებას დაიწყებს. როგორც გარდაცვილილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის დამ მზია თორთლაძემ განაცხადა, ცირკში სარემონტო სამუშაოები პრაქტიკულად დასრულდა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინააღმდეგია. შევარდნაძემ თბილისის გაზეთ "ასავალ-დასავალისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელი მიიჩნევს, რომ რუსეთის არჩევნები დემოკრატიისგან ძალიან შორსაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების შედეგები არჩევნებამდეა ცნობილი და ყველა მოვალეობა უკვე გადანაწილეობულია.
"ევროვიზია 2011" წლის გამარჯვებული ქართული ჯგუფი "CANDY-" დღეს, საქართველოში ბრუნდება. როგორც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გვაცნობებს, გამარჯვებულებს ვაგზალზე ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდებიან.
რუსეთის მიზანს, აფხაზეთზე იერიშის მიტანის დროს,საქართველოს განადგურება წარმოადგენდა. ამის შესახებ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა განაცხადა.
ბრაზილიის შტატ ბაიაში უბედური შემთხვევის გამო 33 ადამიანი გარდაიცვალა. შაბათს, 3 დეკემბერს, Associated Press წერს, კიდევ 13–მა ადამიანმა ტრამვები მიიღო.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპისმა, პიცუნდისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ტაძრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ხელისუფლებებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ნორმალური ეფექტური და განვითარებული ოპოზიცია არსებობდეს, რომელიც ძალიან ყურადღებით უდგება ხელისუფლებათა შეცდომებს და რომელსაც კონკრეტული მოსაზრება აქვს იმაზე, თუ როგორ არის უნდა შეცდომების გასწორება, - განაცხადა საგარეო კავშირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა.