პროდუქცია - სერვისი
კონტაქტი
|
|
გიდის შემსწავლელი კურსი - 08.09.2018
|
|
წარმოშობის ადგილი: |
ალ. ყაზბეგის 26 |
ბრენდის დასახელება: |
ნიუ გენი |
განთავსების თარიღი: |
08.09.2018 |
|
აღწერა: |
გიდის შემსწავლელი კურსი სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ნებისმიერმა მსურველმა. კურსს გაუძღვება კულტურის პოპულარიზაციის ცენტრის და კულტურ.ჯი-ს დამფუძნებელი და დირექტორი თამარ კენჭოშვილი.
კურსი შედგება 2 ეტაპისაგან: 1. მოკლე კურსი (პირველი დონე) 2. სრული კურსი (პირველი და მეორე დონე)
პირველი დონე მოიცავს: • გიდის ხელოვნების არსი და მისი მნიშვნელობა ტურისტული ფირმის წარმატებული ფუნქციონირებისათვის • ექსკურსიის სტრუქტურა, საექსკურსიო მენეჯმენტის არსი და მნიშვნელობა • გიდის მიერ ექსკურსიის მომზადების ეტაპები, ექსკურსიის ტექნოლოგიური რუკა • გიდის თხრობის ხერხები და მეტყველების კულტურა • გიდის მიერ ექსკურსიის მომზადებისა და ჩატარების ტექნოლოგიებში წამოჭრილი ძირითადი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები • სალაშქრო აღჭურვილობა და მისი გამოყენების წესები • ტურისტებთან ურთიერთობა და კომფლიქტური სიტუაციების დარეგულირება • ჩვენების მეთოდური ხერხები, პირობები და საფეხურები • გიდის მიერ დროის მენეჯმენტის ცოდნა და გამოყენება • გიდის ჟესტიკულაცია, მზერითი კონტაქტი, სივრცითი განლაგება და მათი მნიშვნელობა ექსკურსიის მსვლელობის დროს • ჯგუფის მართვის სპეციფიკა • გიდი და თანამედროვე ტექნოლოგიები
მეორე დონე მოიცავს: • ტურისტული პროცესის მონაწილეები და მათი უფლება/მოვალეობები • ტურის დაგეგმვის და მენეჯმენტის ზოგადი საფუძვლები; • ტურისტებთან ურთიერთობის ძირითადი ფსიქოლგიური ასპექტები • საქართველოს ტურისტული რესურსები • კულტურულ-შემეცნებითი ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები • ღვინის ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები • სალაშქრო-სათავგადასავლო ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტურისტულ მარშრუტებზე • თემატური ტურების დაგეგმვა, დამუშავება, რეალიზება. • საავტორო ტურზე მუშაობის პრინციპები • პირველადი სამედიცინო დახმარება • პიროვნული ზრდის, წარმატებული კომუნიკაციის და საკუთარი თავის სწორად რეალიზაციის მასტერ კლასი.
პრაქტიკული კურსის პროგრამა: ( დამატებით) გასვლითი ტურები საქართველოს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში: თბილისი, მცხეთა, ანანური, კახეთი, ახალციხე, ყაზბეგი. კურსის ღირებულება: მოკლე კურსი (პირველი დონე) - 250 ლარი (12 ლექცია - 1 თვე) სრული კურსი (პირველი და მეორე დონე) –500 ლარი (24 ლექცია - 2 თვე) მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1,30 სთ.
მსმენელები პრაქტიკას გაივლიან სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებში. წარჩინებული მსმენელები დასაქმდებიან.
კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი. მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
მის: ყაზბეგის 26. 1 კორპ. 1 სართ. (დელისის მეტროსთან). ტელ: 214 90 50; 595 40 47 48; 551 40 42 40 ელ. ფოსტა: newgen.ge@gmail.com |
ფასი: |
250 ლ. |
|
სხვა პროდუქცია/სერვისი ამ კატეგორიაში
|
|
|
|