aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფო ევროზონის დაშლისთვის ემზადება მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირის ევროს ზონის დაშლის შემთხვევისთვის ქვეყნიდან კაპიტალის გატანასა და ქვეყანაში მის შემოტანაზე შეზღუდვების შემოღების გეგმებს ამზადებს. ამის შესახებ ლონდონის გაზეთი Daily Telegraph იტყობინება.
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:48 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საახალწლო ღამეს პრაღა ყველაზე ძვირი ქალაქი გახდება მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ჩეხეთის დედაქალაქი ევროპაში ყველაზე ძვირი ქალაქი იქნება ტურისტებისათვის, რომლებმაც დამდეგი ახალი წლის აღნიშვნა გადაწყვიტეს, იტყობინება ჩეხური მასმედია.
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:47 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ერთ-ერთმა ქვეყანამ Apple თითქმის მილიონი ევროთი დააჯარიმა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
იტალიის ანტიმონოპოლიიურმა რეგულატორმა AGCM-მ კომპანია Apple საერთო ჯამში 900 ათასი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. როგორც სააგენტოს შეტყობინებაშია ნათქვამი, AGCM-ში ჩათვალეს, რომ Appleმომხმარებლებს თავისი დამატებითი მომსახურებების შესახებ მკაფიო ინფორმაციას არ აწოდებს, ასევე უარს ამბობს თავის მოწყობილობებზე ორწლიანი გარანტიის შემოღებაზე, როგორც ამას ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს.
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:47 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 დასახელდა 2011 წლის ყველაზე გულუხვი ცნობილი ადამიანების ხუთეული მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ამერიკელი ეპატაჟური პოპ-დივა ლედი გაგა ზედიზედ მეორე წელი სათავეში უდგას იმ ცნობილ პიროვნებათა რეიტინგს, რომლებიც ყველაზე აქტიურად მონაწილეობენ საქველმოქმედო საქმიანობაში. აღნიშნულ რეიტინგს არაკომერციული ორგანიზაცია „გააკეთე რაიმე“ ადგენს, გადმოსცემს „იტარ-ტასი“. კერძოდ, მომღერალმა ცოტახნის წინ განაცხადა საკუთარი საქველმოქმედო ფონდის შექმნის შესახებ. მისი სახელი იქნება „ასეთად დავიბადე“ და მხარდაჭერას გაუწევს მოზარდებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზებით გარშემომყოფების მხრიდან აგრესიას ეჯახებიან.
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:47 | კომენტარები | სპორტი | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიან აეროპორტს ააშენებს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ჩინეთი გეგმავს აეროპორტის აშენებას, რომელიც მსოფლიოში სხვა დანარჩენებთან შედარებით ყველაზე მაღლა იქნება განლაგებული. ამის შესახებ იტყობინება Reuters ადგილობრივ მასმედიაზე მინიშნებით. პროექტზე მუშაობა გაისად დაიწყება. აეროპორტი ტიბეტის რაიონ ნაგჩუში, ზღვის დონიდან 4436 მეტრის სიმაღლეზე იქნება განლაგებული - ეს სულ რაღაც 100 მეტრით უფრო მეტია ამჟამინდელი რეკორდსმენის სიმაღლეზე ქალაქ კამდოში (ჩინეთი). მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4334 მეტრია.
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:46 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 5 | ვრცლად...
 
 80 მლნ დოლარმა Nokia Epson-თან შეარიგა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კომპანია Nokiaსასამართლოებიდან უკან იხმობს სარჩლებს პრინტერების, სკანერებისა და ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ Seiko Epson-ის წინააღმდეგ მას მერე, რაც იაპონური კომპანია მისთვის 80 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა, გადმოსცემს Bloomberg. Seiko Epson-ის საიტზე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ კომპანია კვლავ არ ეთანხმება Nokia-ის პრეტენზიებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომპენსაციის გადახდას დათანხმდა, რათა სასამართლოს ხარჯები არ გასწიოს და ბიზნესისთვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია მოხდინოს.
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:26 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 იაპონიაში ქვეყნისთვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
იაპონიის მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ესიკიხო ნოდათი სათავეში შაბათს, 24 დეკემბერს, 93.56 ტრლნ იენის (1.2 ტრლნ დოლარის) ოდენობის 2012 ფინანსური წლის რეკორდული ბიუჯეტი მოიწონა. ეს ნაბიჯი გადაიდგა ოპოზიციის მხრიდან ძლიერი ზეწოლის პირობებში, რომელიც მიწისძვრისა და ცუნამის გამო დაზარალებული იაპონიის მხარეთა სწრაფ აღდგენას მოითხოვს. ამასთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვენ მოსახლეობის ეკონომიკური დაცულობის გაზრდას მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში.
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:52 | 1 კომენტარი | ეკონომიკა | ქულები: 5 | ვრცლად...
 
 მეცნიერები: წერილები და სმს-ები ტყუილისკენ განაწყობს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
წერილსა თუ სმს-ში ადამიანი უფრო ხშირად იტყუება, ვიდრე პირადი საუბრის, ვიდეოკონფერენციის ან ტელეფონით საუბრის მსვლელობაში. აღნიშნული ფაქტი დაადგინეს ფსიქოლოგებმა. მათ გააანაზლიეს 140 სტუდენტის ქცევა, რომლებიც წყვილებად დაყვეს და სთხოვეს, მონაწილეობა მიეღოთ RPG-თამაშში, წერს The Los Angeles Times.
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:51 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 პირველად 42 წლის განმავლობაში ლიბიამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
პირველად 42 წლის განმავლობაში ლიბიამ დამოუკიდებლობის დღის წლისთავი აღნიშნა, იტყობინება Associated Press. ქვეყნის დამოუკიდებლობის მე-60 წლისთავის აღსანიშნავად დედაქალაქ ტრიპოლში გაიმართა ცერემონია ლიბიის ახალი ხელმძღვანელობის მონაწილეობით.
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:51 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ჰიტლერის წიგნი „საუკეთესო საშობაო საჩუქრად“ დასახელდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
დიდი ბრიტანეთის წიგნების მაღაზიათა უმსხვილეს ქსელმა The Waterstones-მა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ ერთ-ერთ თავის განყოფილებაში გერმანიის ნაცისტური ლიდერის ადოლფ ჰიტლერის წიგნმა მიიღო რეკომენდაცია როგორც „იდეალური საშობაო საჩუქარი“. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Huffington Post.
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:28 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 5 | ვრცლად...
 

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12087] »
• ტოპ შეთავაზება [353] »
• პროდუქცია და სერვისი [8326] »
• კერძო განცხადება [3056] »
• წევრი საიტზე [2285] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 ფორუმი »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 სექტემბერი 2017
  • English Georgian