საგადასახადო კოდექსში მორიგ ცვლილებებს შეიტანენ. საგადასახადო სამსახურებს კერძო კომპანიებში თავისი წარმომადგენლის მიბმის უფლებას ანიჭებენ. მას ბიზნესმენის დაჯარიმების უფლება არა აქვს, მაგრამ მის საქმიანობას უნდა ადევნოს თვალი.
ბელორუსიის უმაღლესმა სასამართლომ დიმიტრი კონოვალოვსა და ვლადისლავ კავალევს, რომლებიც მინსკში მომხდარ ტერაქტში არიან ბრალდებულნი, სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა, წერს «GHN».
სამხრეთ კავკასიის და ცენტრალურ აზიაში ნატოს წარმომადგენლმა ჯეიმს აპარტუიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთში არჩევნების სამართლიანი ჩატარებას მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს, წერს «GHN».
სომეხი ინვესტორები საქართველოში არსებული ბიზნეს-პროექტებით დაინტერესდნენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ სასტუმრო "რედისონში" გამართულ ქართულ-სომხურ ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა.
აჭარის ხელისუფლება მაჩახელას ეროვნული პარკის შექმნის ინიციატივით გამოდის. მთავრობა ტყის ფონდის მიერ იმ დაცული ტერიტორიისთვის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, რომელიც ხელვაჩაურისა და ქედას ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული. ტერიტორია 8 733 ჰექტარს შეადგენს.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ე.წ უმაღლეს სასამართლოს დაავალა გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისათვის, რომელიც 27 ნოემბერს შემდგარი "საპრეზიდენტო" არჩევნების შედეგების არასწორად აღიარებას ეხება.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთოხების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე იმედოვნებს, რომ დასავლეთს რუსეთს კალინგრადის მხარეში განთავსებული РЛС კლასის რაკეტის "Воронеж-ДМ"–ის თავდასხმის საფრთხეზე "ადეკვატური" პასუხი ექნება.
კომპანიის დაამარსებელმა, "მაესტროს" ხელმძღვანელმა, ეროსი კინწმარიშვილმა განაცხადა, რომ მაესტროს ზუსტად 2012 წლის 30 ნოემბერს დატოვებს. როგორც კინწმარიშვილმა განმარტა, სწორედ ამ დროს გადის "მაესტროს" მმართველობას ვადა.
სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტი–მთელი კავკასიის ტკივილია,- ამის შესახებ, დღეს, სასტუმრო "რედისონში" გამართულ ქართულ–სომხურ ბიზნეს ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.