| კაიროში არეულობების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა | | მსოფლიოს ამბები |
ბოლო მონაცემებით, ეგვიპტის დედაქალაქის ცენტრში მთავრობის შენობასთან დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 255 - დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ამავდროულად, ადგილობრივი კლინიკების ექიმთა მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვმა 500 ადამიანს გადააჭარბა. ამასთან, მრავალს ნატყვიარი ჭრილობები აქვს.
|
განათავსა - Drakula | 21 დეკ. 2011, 18:36 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ფიდელ კასტრო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა | | მსოფლიოს ამბები |
კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც „ადამიანი, რომლის მოკვლას ყველაზე მეტჯერ აპირებდნენ“, იტყობინება ადგილობრივი მასმედია. როგორც ინტერნეტ-პორტალ „კუბადებატემ“ აღნიშნა, 2006 წლისთვის ლეგენდარული კომანდანტეს მკვლელობის 638 მცდელობა იყო დაფიქსირებული, ამასთან, მათი ძირითადი მასის ორგანიზატორი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გახლდათ.
|
განათავსა - Drakula | 21 დეკ. 2011, 18:35 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ევროდან გაქცევა უკვე დაიწყო - ექსპერტი | | ბიზნესი და ეკონომიკა |
2012 წელს ერთიანი ევროპული ვალუტის ღირებულება დაცემას გააგრძელებს, პროგნოზირებს Morgan Stanley-ისმთავარი სავალუტო სტრატეგი ჰანს რედეკერი. Handelsblatt-თან ინტერვიუში ექსპერტი ხსნის, თუ რატომ იქნება ერთიანი ევროპული ვალუტის კურსი სულ მალე 1.2 დოლარი და ურჩევს ინვესტორებს, რომელი ვალუტები უნდა შეიძინონ. ეს უკავშირდება იმას, რომ გასულ კვირას ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ეცბ) ზედიზედ მეორეჯერ შეამცირა ძირითადი სააღრიცხვო განაკვეთი, აცხადებს ექსპერტი. მისი თქმით, ეს ბოლო ნაბიჯი არ არის, ვინაიდან ევროპის ქვეყნები და ბანკები რეფინანსირების არსებით მოთხოვნილებას განიცდიან.
|
განათავსა - Drakula | 21 დეკ. 2011, 18:32 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|