არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, დიეგო არმანდო მარადონა ირანში, ტურისტის რანგში მიემგზავრება. ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალებები ირანის ფეხბურთის ფედრაციის პრეზიდენტზე დაყრდნობით იუწყებიან.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის თანამშრომელი, რომელიც კი ოდესმე ჯაშუშობის ბრალდებით ყოფილა გასამართლებული, აღიარებს, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობით კვლავაც იყო დაკავებული და ამ საქმიანობას პირდაპირ ციხის კამერიდან ეწეოდა.
სასამართლო ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების შერჩევას, საუკეთესო და ღირსეული კანდიდატების შერჩევის პროცესში, ამიერიდან, საზოგადოებაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
15 ნოემბერს, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, სასტუმრო "რედისონში" პროექტის - "საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების მდგრადობის გაზრდა" - პრეზენტაციას გამართავს.