საზოგადოება: იტალია იშორებს ტუნისელ დევნილებს | მსოფლიოს ამბები | ||
იტალიამ დაიწყო ტუნისელი დევნილების რეპატრიაცია. კუნძული ლამპედუზადან თვითმფრინავიდან ტუნისში გაგზავნილი იქნა პირველი ჯგუფი 30 კაცის შემადგენლობით. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით ეს ოპერაცია ხორციელდება ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულების ,,უკანანო იმიგრაციის შეზღუდვის შესახებ" ფარგლებში. იტალიის ხელისუფლების განცხადებით ემიგრანტები ჩრდილოეთ აფრიკიდან, პირველ რიგში კი ტუნისიდან, რომლების კუნძულზე არიან უკან იქნებიან გაგზავნილნი. შეთანხმება ამის შესახებ მოხდა იტალიისა და ტუნისის ხელისუფლებს შორის. ხელშეკრულების თანახმად იტალია თავის მხრივ უზრუნველყოფს ტუნისს ტექნიკური და ფინანსური დახმარებით ემიგრანტთა დასაბრუნებლად. ამავე დროს იტალიის მთავრობამ შეთანხმების ფარგლებში ემიგრანტებს ნება მისცა ქვეყანაში ნახევარი წლით დარჩენის თაობაზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გადაადგილდნენ შენგენის ტერიტორიზე, თუმცა აღნიშნული ნებართვა აღარ გაიცემა იმ ემიგრანტებზე, რომლებიც იტალიაში ჩავიდნენ 5 აპრილის შემდეგ. ისინი ვინც ქვეყანაში ჩავიდნენ ამ რიცხვის შემდეგ უკან იქნებიან გაბრუნებულნი. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მომხდარი მოვლენების შედეგად იტალიაში 25 ათასზე მეტი უკანონო ემიგრანტი ჩავიდა, უმეტესობა კი ტუნისიდან იყო. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1943.html
| |||
განათავსა - Legatuss | 08 აპრ. 2011, 09:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.