aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 იტალიის ევროზონიდან გამოსვლა სულ უფრო რეალურია - ნურიელ რუბინი ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
იტალია იძულებული იქნება, საბაზრო ძალების უმძლავრესი ზეწოლის ქვეშ ევროზონა დატოვოს, თუ ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ) თავის ამჟამინდელ პოლიტიკას არ შეცვლის და არ გასცემს რომის შეუზღუდავი ფინანსური მხარდაჭერის გარანტიებს. ასეთი განცხადებით გამოვიდა გუშინ, 11 ნოემბერს, ლონდონის გაზეთ „Financial Times-ის მიერ გამოაქვეყნებულ საავტორო სტატიაში ცნობილი ანალიტიკოსი ნურიელ რუბინი.
განათავსა - Drakula | 12 ნოემ. 2011, 19:42 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სსფ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემცირებას პროგნოზირებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
სსფ-ის პროგნოზებით, 2012 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მაჩვენებელზე დაბალი იქნება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ედვარდ გარდნერმა გუშინ, 9 ნოემბერს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2011, 18:53 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გილაური: 2012 წლის სექტემბრიდან პენსიონერები დაზღვევას მიიღებენ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან შეხვედრაზე მომავალ ზაფხულში საპენსიო პაკეტის კიდევ ერთხელ გადახედვის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. „პენსიონერები საზოგადოების ყველაზე დამსახურებული და ყველაზე დაუცველი ნაწილია და მათთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობაა. ისინი შიმშილისაგან არ უნდა კვდებოდნენ და მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, შვილიშვილებს კანფეტები მაინც უყიდონ, ამასთან, მათ რაიმე უნდა რჩებოდეთ, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი მარტო ცხოვრობს და კომუნალური მომსახურებებისთვის გადახდა უწევს. მომავალი წლის ზაფხულში ჩვენ შევიკრიბებით და საპენსიო პაკეტს გადავხედავთ, მსოფლიო ტენდენციებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:25 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სსფ საქართველოს საგარეო ვალის შემცირებაზე ფიქრს ურჩევს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
სსფ საქართველოს საგარეო ვალის შემცირებაზე ფიქრს ურჩევს. ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ედვარდ გარდნერმა განაცხადა.
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:24 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გარდნერი: გლობალური ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე სამი არხის მეშვეობით შეიძლებაახდენდესგავლენას ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
გლობალური ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე სამი არხის მეშვეობით შეიძლება ახდენდეს გავლენას, - განუცხადა ჟურნალისტებს დღეს, 8 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წარმომადგენელმა ედვარდ გარდნერმა, რომელიც თბილისში იმყოფება. მისი თქმით, ქართულ ეკონომიკაზე გავლენა სავაჭრო არხების, უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების მეშვეობით შეიძლება ხორციელდებოდეს.
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:23 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ონიშენკო: მსო-ში შესვლა ქართული ღვინოებისთვის რუსეთის ფედერაციის ბაზარს არ გახსნის ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს გენადი ონიშენკოს მიაჩნია, რომ მსო-ში რუსეთის გაწევრიანება ქართული ღვინოებისა და „ბორჯომისთვის“ რუსული ბაზრის ავტომატურ გახსნას არ ნიშნავს. „არა, არ ნიშნავს, იმედიც არ ჰქონდეთ“, - თქვა მან, როდესაც სამშაბათს, 8 ნოემბერს, ჟურნალისტთა შეკითხვას პასუხობდა.
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:17 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ერთ-ერთი შვეიცარული ბანკი მდიდარი ამერიკელების შესახებ მონაცემებს გაამხელს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
შვეიცარული ბანკი Credit Suisse დათანხმდა ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის იმ შეძლებული ამერიკელი კლიენტების შესახებ ინფორმაციის გადაცემას, რომლებიც აშშ-ში გადასახადებისაგან თავს არიდებენ. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Wall Street Journal. როგორც ბანკში განაცხადეს, მონაცემები მდიდარი ამერიკელების ანგარიშების შესახებ შვეიცარიის საგადასახადო რეგულატორებს უკვე სამშაბათს გადაუგზავნიან. მათ ამერიკელ ხელისუფლებებს რამდენიმე თვეში გადაუგზავიან. ამასთან, შვეიცარიის მეორე უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელობამ ამერიკელ საგადასახადო ორგანოთა „შავ სიაში“ მოხვედრილ კლიენტთა რაოდენობის დასახელებაზე უარი თქვა.
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:17 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Fitch: რუსეთის მსო-ში შესვლა ნედლეულზე დამოკიდებულებას შეამცირებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესაძლო გაწევრიანება ქვეყანაზე დადებითად იმოქმედებს, ზრდის სტიმულირებას მოახდენს და რუსული ეკონომიკის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს. ასეთი პროგნოზი სამშაბათს, 8 ნოემბერს, Fitch Ratings-ის ანალიტიკოსებმა გააკეთეს. სარეიტინგო სააგენტოს პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მსო-სთან შემოერთება მოსკოვს ასევე დაეხმარება ნედლეულზე მსოფლიო ფასების მერყეობებისადმი დაქვემდებარებულობის შემცირებას და მსოფლიო არანედლეულის ბაზრებზე დაშვებას გაუმარტივებს.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:18 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კომპანიები „გუდვილი“ და „G.Mart“ გაერთიანდნენ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
კომპანიები „გუდვილი“ და „G.Mart“ ბაზარზე „გუდვილის“ ბრენდის ქვეშ გააგრძელებენ ოპერირებას. როგორც კომპანიაში იტყობინებიან, ასეთი გადაწყვეტილება ორივე კომპანიის მენეჯმენტმა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. იქვე აღნიშნავენ, რომ კომპანიას იურიდიული რეკვიზიტები „G.Mart“-სგან ექნება, ხოლო სახელი საერთო კომპანიას ექნება „Goodwill“.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:09 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მერკელი: „ევროპას კრიზისის დასაძლევად მრავალი წელი დასჭირდება“ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ევროპას სავალო კრიზისის დასაძლევად მრავალი წელი დასჭირდება, განაცხადა შაბათს, 5 ნოემბერს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მისი თქმით, ვალები ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა, ამიტომ კრიზიის დაძლევაც ერთი ხელის მოქნევით ვერ მოხერხდება. „მხოლოდ სადღაც ათ წელიწადში სიტუაცია არსებითად უკეთესობისკენ შეიცვლება“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის უფროსმა თავის ყოველკვირეულ ვიდეოგზავნილში.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 21:18 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 აპრილი 2024
  • English Georgian