aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 ქობალია: „ქართულმა კომპანიებმა სხვა ბაზრების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ“ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, ქართული კომპანიებისათვის რუსული ბაზარი ერთადერთი არ უნდა იყოს, ვინაიდან იგი არამდგრადია. ეს განცხადება მან გააკეთა მაშინ, როდესაც რუსულ ბაზარზე კომპანია „სარაჯიშვილის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:04 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საუკეთესო პედაგოგებს მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან ხელფასი გაეზრდებათ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგებს მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ გუშინ, 24 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებათა პროექტის წარდგენის დროს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, ქრისტიან-დემოკრატის ლევან ვეფხვაძესთვის პასუხის ნიშნად, რომელიც განათლების სისტემაში თანხების გადანაწილებით დაინტერესდა.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:01 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ევროპის ეკონომიკური კრიზისი ტურისტული ნაკადის ზრდაზე არ ასახულა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მიუხედავად ევროპის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური არასტაბილურობისა, 2011 წლის იანვარ-აგვისტოში ევროპული ქვეყნების მაცხოვრებლების მიერ შესრულებული უცხოური ტურისტული მგზავრობების რიცხვი, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა. ასეთი დასკვნა შესულია კონსალტინგულ კომპანია IPK-ის გამოკვლევაში ITB Berlin-ის დაკვეთით. კონტინენტზე არსებულ სიტუაციას ტურისტების ხარჯებზე გავლენა არ მოუხდენია, რომლებიც ამ პერიოდში 2%-ით გაიზარდა. სხვა მოსაზრება აქვს „როსტურიზმის“ უფროსს ალექსანდრე რადკოვს, რომელმაც ივარაუდა, რომ რუსეთში 2011 და 2012 წლებში ევროპული ტურნაკადი ევროპაში არსებული არახელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად არ გაიზრდება.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:00 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ფინანსთა სამინისტრო: საქართველო 2012 წელს წელში გამართული შეხვდება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველო 2012 წელს „წელში გამართული“ შეხვდება, დარწმუნებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე. ამის შესახებ მან პარლამენტში 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებათა პროექტის წარდგენის დროს განაცხადა.
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:03 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 322 271 700 დოლარი შეადგინა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 322 271 700 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 39%-ით აღემატება, იტყობინებიან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში „საქსტატი“. 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად თურქეთი რჩება. ამ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 217 468 200 დოლარი შეადგინა (16%-იანი ზრდა).
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:00 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მწარმოებლებისათვის ფინანსური ამნისტია გამოცხადდება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მთავრობის ინიციატივით მწარმოებლებისათვის ფინანსური ამნისტია გამოცხადდება. როგორც პარლამენტში სამთავრობო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელს არსებული დავალიანების შესახებ არ შეატყობინებენ, მას ჩამოეწერება როგორც ძირითადი თანხა, ისე ფულადი ჯარიმა.
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 18:59 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს საბანკო სექტორი ევროპის კრიზისის ფონზე რეკორდულ მოგებაზე გადის ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ევროპის კრიზისის ფონზე საქართველოს საბანკო სექტორი რეკორდულ მოგებაზე გადის. 2011 წლის ათი თვის მონაცემებით, სექტორის წმინდა მოგებამ 234 მილიონს გადააჭარბა, რაც ბოლო რამდენიმე წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.
განათავსა - Drakula | 22 ნოემ. 2011, 20:37 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ღვინის ექსპორტის მოცულობით ლიდერობს „თბილღვინო“ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ქართულ ბაზარზე ღვინის ექსპორტის მოცულობით ლიდერობენ „თბილღვინო“, „თბილისის მარანი“ და „თელავის მარანი“. კვლევით კომპანია „ბიზნეს ესქპლორერის“ მონაცემებით, 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 13.3 მლნ ლიტრი ღვინო, ანუ 17.5 მლნ ბოთლი გაიგზავნა. ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულებამ 40 მლნ დოლარი შეადგინა.
განათავსა - Drakula | 22 ნოემ. 2011, 20:33 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ბოჭორიშვილი: საქართველოში ინვესტიციების მოცულობა იზრდება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რატომ არ შემოდის სერიოზული ინვესტიციები საქართველოში წარმატებული რეფორმების ფონზე? ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლის შეკითხვაზე პასუხობს საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი. იგი ამტკიცებს, რომ საქართველოში შემოსული ინვესტიციების მოცულობა იზრდება.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:28 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში ყველაზე მეტ ფულს ამერიკელი ტურისტები ხარჯავენ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ამერიკელმა ტურისტმა სტივენ ბრუქსმა საქართველოში 10 დღე გაატარა. ბრუქსმა და მისმა ორმა მეგობარმა მოინახულეს კახეთი, ყაზბეგი, ვარძია და სვანეთი. „მე ძალიან შემიყვარდა საქართველო, თუმცა თქვენი ქვეყნის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი“, - თქვა ბრუქსმა. „ჩემი მეგობარი საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებელია და მან თქვენთან ჩამოსვლა მირჩია“. „ძალიან მომწონს საქართველოს ბუნება, სვანეთის ულამაზესი მთები, განსაკუთრებით - უშბა. ადგილობრივი სვანური მოსახლეობა ძალიან სტუმართმოყვარეა, მაგრამ ზოგიერთი ქართული ტრადიცია უცნაური, თუმცა ეკზოტიკური მეჩვენება. მაგალითად, ქართველები ყოველთვის მათთან ერთად არყის ან ღვინის დალევასა და სადღეგრძელოს თქმას მთხოვდნენ. ყველას ვურჩევ, ეს მშვენიერი ქვეყანა ნახონ და ეს მათთვის დაუვიწყარი მოგზაურობა გახდება“.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:25 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 19 აპრილი 2024
  • English Georgian