aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 გორბაჩოვი:რუსეთის არჩევნები ფალსიფიცირებულია და ახალი არჩვნები უნდა ჩატარდეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სსრკ–ს ექს–პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები გაყალბებულია და იგი ხელისუფლებას ახალი არჩვენების ჩატარებისაკენ მოუწოდებს, იუწყება GHN.
განათავსა - consul | 07 დეკ. 2011, 19:32 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ობამამ თავისი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი თემა აირჩია მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, კანზასის შტატში გამოსვლისას, განაცხადა, რომ ამერიკელთა შემოსავლების ზრდადი უთანაბრობა ქვეყნის საშუალო კლასს ემუქრება. ამის შესახებ იტყობინება The New York Times. ამერიკული პრესის შეფასებით, დაპირისპირება შემდგომი სოციალური განშრევების მიმართ და საშუალო კლასის დაცვა ობამამ თავისი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი თემის სახით აირჩია.
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2011, 19:32 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გერმანია რუსეთს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
გერმანიის მთავრობამ რუსეთში 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოუწოდა არჩევნების ჩატარებისკენ „დემოკრატიული პრინციპების“ შესაბამისად, იტყობინება Deutsche Welle.
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2011, 19:26 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Facebook დიდ კაზინოდ გადაიქცევა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სოციალურ ქსელ Facebook-მა, რომელსაც 800 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, შესაძლოა დიდ ბრიტანეთში ონლაინ-კაზინოსთვის ვირტუალური მოედნების შემოთავაზება დაიწყოს. ამჟამად წამყვანი სოციალური ქსელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ექსპერტებთან, კონსულტანტებთან და შემმუშავებლებთან სათამაშო ბიზნესის დარგში. ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი The Daily Mail აზარტული თამაშების გამოცემა eGaming Review-ში ინფორმირებულ წყაროებზე მინიშნებით.
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:43 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 S&P-მა შეიძლება ევროზონის 15 ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი შეამციროს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ამერიკულმა სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მა ევროზონის 15 ქვეყნის ხელისუფლებები იმის თაობაზე გააფრთხილა, რომ მათი საკრედიტო რეიტინგი შეიძლება შემცირდეს.
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:42 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 აშშ-მ სირიაში ელჩი დააბრუნა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აშშ-ს ელჩი სირიაში რობერტ ფორდი, 6 დეკემბერს, დამასკოში დაბრუნდა, სადაც თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, წერს Agence France-Presse.
განათავსა - consul | 06 დეკ. 2011, 19:41 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ფრანგების მოსაზრება ევროზონის შესახებ გაიყო მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ფრანგების ერთ მესამედზე მეტი ევროზე უარის თქმასა და ქვეყნის ვალუტის სახით ფრანკის დაბრუნებას ისურვებდა, აქვეყნებს გაზეთი Le Mondeსააგენტო Ipsos-ის გამოკითხვის მონაცემებს.
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:40 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კლიმატოლოგებმა ადამიანი დედამიწაზე დათბობაში დაადანაშაულეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
შვეიცარელმა კლიმატოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანი პლანეტაზე საშუალო ტემპერატურის მიმდინარე გაზრდის, სულ ცოტა, სამ მეოთხედზე მაინც არის პასუხისმგებელი. მეცნიერთა სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Geoscience-ში, ხოლო მისი მოკლე მიმოხილვა მოყვანილია Nature News-ში. გამოკვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მანამდელი სამუშაოებისაგან პრინციპულად განსხვავებული მიდგომა გამოიყენეს. მეთოდის საფუძვლად მეცნიერებმა ენერგიის შენარჩუნების კანონი ჩადეს. სხვადასხვა პარამეტრების მქონე საშუალო სირთულის კლიმატურ მოდელებზე დიდი რაოდენობის (რამდენიმე ათასი) ტესტის საშუალებით მათ დაადგინეს კავშირი ანტროპოგენულ დათბობასა და პლანეტის ენერგეტიკულ ბალანსში ცვლილებებს შორის.
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:40 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 იტალიაში დააკავეს „ვენეციელი ვაჭრები“, რომლებმაც მოატყუეს ტურისტები მთელი მსოფლიოდან მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ვენეციის ორი მოქალაქე - მამა და მისი ვაჟი - პოლიციამ ვენეციაში თაღლითობის, საკრედიტო ბარათებისა და დოკუმენტების გაყალბების, ასევე ქურდობის ბრალდებით დააკავა.
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:39 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გამოუშვეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სათამაშო სუპერკარი მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ამერიკულმა კომპანია Traxxas-მა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი რადიომართვადი სათამაშო სუპერკარი წარმოადგინა: მას საათში ნულიდან 96 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარება 2-3 წამში შეუძლია, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 160 კილომეტრს შეადგენს. ამასთან, მწარმოებელი აღნიშნავს, რომ ეს მანქანა 16 წლამდე ასაკის პირთათვის განკუთვნილი არ არის, ხოლო მისი გამოყენება მხოლოდ დახურულ ტრასებზე შეიძლება.
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:37 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian