aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 რუსეთის სსს: საქართველოს დიპლომატებს უეცრად კითხვა დაავიწყდათ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მათი კოლეგები საქართველოდან კითხვასთან დაკავშირებულ სირთულეებს განიცდიან, იუწყება “GHN“. „ოფიციალური თბილისის მცდელობებმა, საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ რუსულ-ქართული შეთანხმების არსი დაემახინჯებინა, ბოლო დროს მთლად ექსტრავაგანტური ხასიათი მიიღო. შეთანხმების ერთ-ერთმა უშუალო შემმუშავებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ს. კაპანაძემ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტში ვერ ხედავს ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა „საბაჟო ტერმინალი“ და „საბაჟო დეკლარაცია“, რომლებსაც ცოტახნისწინდელ ბრიფინგზე რუსეთის სსს-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ა.კ. ლუკაშევიჩმა ახსენა“, - აღნიშნულია რუსული საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:43 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კვაჭანტირაძე: საქართველოში ტურისტული გარემო მკვეთრად გაუმჯობესდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, 2011 წელს ტურისტული გარემო მკვეთრად გაუმჯობესდა.
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:42 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 თბილისში წლის ყველაზე ნეგატიურ პროექტად კომუნალური გადასახადების გაერთიანება დასახელდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
რომელია მიმდინარე წელს თბილისის ხელისუფლებების მიერ მიღებული ყველაზე პოზიტიური და ნეგატიური გადაწყვეტილება? ამ საკითხის გასარკვევად commersant.ge-მა ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. ექსპერტთა უმრავლესობამ ყველაზე შედეგიან პროექტად დაასახელა „იაფი პროდუქტი თქვენს კვარტალში“. პროექტი 18 დეკემბრიდან ხორციელდება. მთელ დედაქალაქში ყოველ კვირას 9.00-დან 15.00 საათამდე ეწყობა ბაზრები და მომხმარებლებს პროდუქციას შედარებით ხელსაყრელ ფასად სთავაზობენ. ამას გარდა, პოზიტიურ პროექტებად დასახელდა აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია და გმირთა მოედანზე ესტაკადის აშენება.
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:27 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ნუგზარ წიკლაური: პუტინის დესპოტიზმისა და იმპერიალიზმის რეჟიმმა რუსეთი დეგრადაციამდე მიიყვანა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველო საბჭოთა კავშირში, კომუნისტურ ჭაობსა და კომუნისტურ გაუგებრობაში აღარასდროს დაბრუნდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა, იტყობინება „GHN“.
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:27 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გაბაშვილი: ივანიშვილმა რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია „გააქრო“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის აზრით, რესპუბლიკური პარტია და ირაკლი ალასანიას პარტია აღარ არსებობენ. „ეს პარტიები დამოუკიდებელთა სახით გაქრა. საზოგადოებაზე მათი ზეგავლენის გაზომვა შეუძლებელი ხდება. უკვე აღარც რესპუბლიკელები და აღარც ალასანიას პარტია არსებობენ. მათი ყველა ხმა ივანიშვილის ფაქტორმა „გააქრო“, რომელმაც, როგორც ჩანს, გასაგებად აუხსნა ამ პარტიებს, ვინ არის პატრონი. ამ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელი ხმის ქონის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ივანიშვილის ფუნქცია კი კონსოლიდაციის მიხედვით მისი საფულე გახლავთ“, - განაცხადა გაბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:25 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Mercer: თბილისში ცხოვრების ყველაზე დაბალი დონეა ევროპაში საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ევროპის ქალაქებს შორის ცხოვრების ყველაზე დაბალი დონე თბილისშა. ასეთია ადამიანური რესურსების გამოკვლევის გლობალურ კომპანია Mercer-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები. კომპანიის მონაცემების თანახმად, ევროპაში და მსოფლიოში მთლიანობაში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე ვენაშია. მეორე და მესამე ადგილებზეა ციურიხი და მიუნჰენი. შემდეგი სიაში დიუსელდორფი, ფრანკფურტი, ჟენევა, ბერნი და კომპენჰაგენია. პირველ ოცეულში ასევე მოხვდნენ ამსტერდამი, ნამბურგი, ბერლინი, ლუქსემბურგი, სტოკჰოლმი, ბრიუსელი, ნიურნბერგი, დუბლინი და პარიზი.
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:25 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 შევარდნაძე რუსეთს უფრო დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს, ვიდრე საქართველოს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს ექს-პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს რუსეთი უფრო დემოკრატიულ ქვეყნად მიაჩნია, ვიდრე საქართველო. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი აზრით, ამაზე ის მეტყველებს, რომ რუსეთში სიტყვის თავისუფლების კოეფიციენტი უფრო მაღალია.
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:23 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მიხეილ სააკაშვილი: ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოს მნიშვნელოვანი ამოცანაა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა პედაგოგებს, რომლებიც ჩართულები არიან პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, იტყობინება “GHN“. პრეზიდენტმა მათთან ერთად პროგრამის პირველი წლის შედეგები შეაჯამა და ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლების მნიშვნელოვნობა და აუცილებლობა აღნიშნა.
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:22 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ახალი წლისთვის საქართველოში 73 პატიმარს შეიწყალებენ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ვადამდელი გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, ახალი წლისთვის საქართველოში 73 პატიმარს, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს შეიწყალებენ, იტყობინება “GHN“.
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:22 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ვისთან იცმევს ქართული საქმიანი ელიტა? საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
იმის გასარკვევად, თუ ვისთან იცმევენ ქართული საქმიანი წრეების წარმომადგენლები და რომელ ბრენდებს ანიჭებენ უპირატესობას, „კომერსანტ.ge“-მ ცნობილი ბრენდებისა და ქართველი დიზაინერების მაღაზიებში დარეკა.
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:22 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 19 აპრილი 2024
  • English Georgian