aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 პოლიტიკა: რუსეთის სსს: საქართველოს დიპლომატებს უეცრად კითხვა დაავიწყდათ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მათი კოლეგები საქართველოდან კითხვასთან დაკავშირებულ სირთულეებს განიცდიან, იუწყება “GHN“. „ოფიციალური თბილისის მცდელობებმა, საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ რუსულ-ქართული შეთანხმების არსი დაემახინჯებინა, ბოლო დროს მთლად ექსტრავაგანტური ხასიათი მიიღო. შეთანხმების ერთ-ერთმა უშუალო შემმუშავებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ს. კაპანაძემ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტში ვერ ხედავს ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა „საბაჟო ტერმინალი“ და „საბაჟო დეკლარაცია“, რომლებსაც ცოტახნისწინდელ ბრიფინგზე რუსეთის სსს-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ა.კ. ლუკაშევიჩმა ახსენა“, - აღნიშნულია რუსული საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.



რუსეთის სსს-ში ქართულ მხარეს 9 ნოემბრის შეთანხმების გამოქვეყნება ურჩიეს.


„ქართულ მხარესთან კითხვასთან დაკავშირებით უეცრად წარმოშობილი სირთულეების დასაძლევად გვსურს, ვურჩიოთ მათ 2011 წლის 9 ნოემბრის ამ შეთანხმების გამოქვეყნება. მაშინ ნებისმიერი ქართველი სკოლის მოსწავლე დაეხმარება მინისტრის მოადგილეს ტექსტში ზემოხსენებული ტერმინების პოვნაში, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთს რესპუბლიკის სტატუსს ასახავს როგორც დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიებს, ხოლო მათთან საქართველოს საზღვრის სტატუსს როგორც საბაჟო საზღვარს“, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
http://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4227.html
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:43 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: რუსეთის სსს: საქართველოს დიპლომატებს უეცრად კითხვა დაავიწყდათ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12087] »
• ტოპ შეთავაზება [353] »
• პროდუქცია და სერვისი [8326] »
• კერძო განცხადება [3056] »
• წევრი საიტზე [2285] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 ფორუმი »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 სექტემბერი 2017
  • English Georgian