aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 პოლიტიკა: „თავისუფალი საქართველო“: თელავის თეატრის შენობის გაყიდვა ელიტარული კორუფციის მაგალითია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
კახეთის რეგიონალურ ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი მოსიაშვილის განცხადებით, ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ თელავში იუსტიციის სახლი აშენდება.



„ხელისუფლების ზედა ეშელონებში განაცხადეს, რომ ამ სახლს ანალოგი მთელ ევროპაშიც კი არ ექნება და ეს მცირე ნაწილია იმისა, თუ რის გაკეთებას გეგმავენ კახეთის დედაქალაქში. ერთი მხრივ, ეს კარგი საქმეა, მაგრამ ხელისუფლეებს არ უთქვამთ, რის ხარჯზე ააშენებენ იუსტიციის სახლს. ეს არც მეტია, არც ნაკლები, მაგრამ ყველა თელაველის საყვარელი ძველი თეატრი, რომელიც აქამდე კულტურის სახლის როლს ასრულებდა. 2008 წლამდე შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხებოდა, სანამ მუნიციპალიტეტმა მისი გაყიდვის ბრძანება არ მიიღო. ამბობდნენ, რომ თეატრს კეთილშობილური მიზნით ყიდიან, რომელსაც „თელავი სითის“ პროექტი ეწოდება. ობიექტი ტენდერზე გაიტანეს და 100 000 დოლარად გაყიდეს, თუმცა მისი საბაზრო ღირებულება ბევრად უფრო დიდი იყო. ორ წელიწადში კი ცენტრალური ხელისუფლება შენობის უკან გამოსყიდვასა და მის ადგილას იუსტიციის სახლის აშენებას წყვეტს“, - განაცხადა მოსიაშვილმა.


„თავისუფალი საქართველო“ დაინტერესდა, რა თანხის სანაცვლოდ იქნა გამოსყიდული შენობა, თუმცა საჯარო ინფორმაციის მიღება არც იუსტიციის სამინისტროში, არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ვერ მოხერხდა. პარტიას მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ვიღაცის ფინანსურ ინტერესებს ემსახურება და ქვეყანაში ელიტარულ კორუფციას მოწმობს.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4201.html
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:26 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: „თავისუფალი საქართველო“: თელავის თეატრის შენობის გაყიდვა ელიტარული კორუფციის მაგალითია" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian